მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუკა პოლარეს“ დაფასოებული ნაყინი ჰიპერმარკეტებში გაიყიდება

625fcf9d6bac2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.22 13:35
5002
ნაყინის ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია „ლუკა პოლარემ“ ბრენდის ინდუსტრიული ხაზის განვითარების მიზნით, დაფასოებული ნაყინის ჰიპერმარკეტების ქსელში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიაში ამბობენ, რომ „ლუკა პოლარეს“ ნაყინის შეძენა მომხმარებელს „გუდვილის“ ქსელის ჰიპერმარკეტებში უკვე შეუძლიათ. აღსანიშნია, რომ კომპანიამ დაფასოებული ნაყინის წარმოება გასულ წელს დაიწყო და მის რეალიზებას მხოლოდ საკუთარ ქსელში ახორციელებდა.

„ლუკა პოლარეში“ აღნიშნავენ, რომ თბილისსა და ბათუმში „გუდვილის“ 4 ჰიპერმარკეტში ამ ეტაპზე 5 სახეობის - შოკოლადის, კარამელი ნუშით, ფსტის, ბურბონის ვანილის, სტრაჩატელას ნაყინები შევა და ნაყინი 1-ლიტრიანი შეფუთვით გაიყიდება. რაც შეეხება ნაყინის ფასს, ის „ლუკა პოლარეს“ ქსელში გაყიდვადი დაფასოებული ნაყინის ანალოგიური - 24.90 ლარი იქნება.

ბრენდის ინდუსტრიული ხაზის განვითარების მიზნით, მათ დაფასოებულ ნაყინზე დიდი მოთხოვნის განთვალისწინებით, მიმდინარე წელს ექსკლუზიური თანამშრომლობა „გუდვილის“ ქსელთან გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „ლუკა პოლარეს“ შეფუთული ნაყინები თბილისსა და ბათუმში ქსელის 4 ჰიპერმარკეტში იქნება წარმოდგენილი.

„ბრენდის განვითარებასთან ერთად, ბაზრის ცვლილებებისა და ჩვენი სტუმრების მოთხოვნის საპასუხოდ, ფართოვდება ჩვენი მიმართულებები და კატეგორიები. წლევანდელ სეზონს კი უფრო გაფართოებული არეალით ვხვდებით და ნაყინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ჩვენი შეფუთული ნაყინის ყველაზე მოთხოვნადი ასორტიმენტი ჰიპერმარკეტების ქსელშიც შეიძინოს. დარწმუნებულები ვართ ახალი მიმართულების წარმატებაში“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა თეა თაბაგარმა.

კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს „ლუკა პოლარემ“ 50 ტონა ჯელატოს სახეობის ნაყინი აწარმოა, წელს კი შეფუთული ნაყინის წარმოების წილი 5%-ით გაიზრდება.

ცნობისთვის: „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 13 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია თბილისში 12 ფილიალით, რუსთავში -1, ბათუმში - 4 , ქობულეთში - 1 და ქუთაისში - 1 ფილიალით არის წარმოდგენილი.