მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლუკა პოლარეში" ალკოჰოლიც გაიყიდება - ახალი ფორმატის ფილიალი დღეს იხსნება

62daf837f3a9f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.22 10:31
1681
„ლუკა პოლარე“ დღეს, დედაენის ბაღში საქართველოს მასშტაბით რიგით 23-ე ფილიალს გახსნის, რისთვისაც 200 000 ლარი ინვესტიციას ახორციელებს. შედეგად ფილიალში დამატებით 15-მდე ადამიანი დასაქმდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული ფილიალი განსხვავებული ფორმატის იქნება. ფილიალის გარე ტერასაზე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, მათ შორის საბავშვო მოედანი და ალკოჰოლური ბარი. ეს სივრცე მთელი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს.

„სტრატეგიული განვითარების გეგმას დედაენის ბაღში ფილიალის გახსნით ვაგრძელებთ. ახალი ფილიალი განსხვავებულია თავისი სპეციფიკით, მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. პირველი პრეცედენტია, როდესაც ჩვენს ფილიალში ალკოჰოლური სასმელი გაიყიდება და საღამოს განტვირთვის მსურველებისთვისაც შესაბამისი გარემო გვექნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

„მთელი სეზონის განმავლობაში ახალ ფილიალში “Be Cool and Happy” კამპანია ჩაეშვება. ქალაქში დარჩენილი ჩვენი სტუმრებისთვის, ფილიალის ტერასაზე ყოველ კვირეული ღონისძიებები გაიმართება. პატარებისთვის გვექნება შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, საღამოს ღონისძიებები უფროსებისთვის, მოეწყობა სხვადასხვა მასტერკლასები და შეხვედრები საინტერესო ადამიანებთ“, - აღნიშნავს საზოგადოებათან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქშივილი.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს კომპანიისთვის ეს უკვე მეოთხე ახალი ფილიალია.

ცნობისთვის, "ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 70-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 14 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი, თბილისში 15 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში - 1.