24.დეკემბერი .2019 12:56

"ლუკოილი": რაღაც საბუთები წაიღეს... არ გვაქვს ინფორმაცია, რა აინტერესებდა საგამოძიებო სამსახურს

views 463
უკან

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა აიტერესებდა საგამოძიებო სამსახურს", - ამის შესახებ BM.GE-ის ნავთობკომპანია Lukoil-ში განუცხადეს, სადაც ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები გაატარა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, "ეს საგამოძიებო სამსახურმა უნდა იცოდეს".

Lukoil-ში ვერც ის გვითხრეს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

BM.GE-ის კითხვაზე - ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ე.წ. ყალბი დღგ-ის მასშტაბურ საქმეს, ნავთობკომპანიაში მოკლე პასუხით შემოიფარგლნენ: „ვერაფერს გეტყვით, არ გვაქვს ინფორმაცია.“

„საგამოძიებო სამსახური ერთი დღით იყო შემოსული და რაღაც საბუთები წაიღეს. რა საბუთებია - არ ვიცით, ამას ვერ გეტყვით“, - აცხადებენ Lukoil-ში.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ კომპანია „ლუკოილში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა რას უკავშირდება აღნიშნული მოქმედებები, ამაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.