23.მარტი .2020 14:40

"m2 დეველოპმენტი“ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს

views 294
უკან

"m2 დეველოპმენტი“ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თანამედროვე მსოფლიო და, მასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებლობას განაპირობებს.

ინოვაციური ფორმატის მქონე ახალი უბნის, „m3 საბურთალოს“ გაყიდვებიდან მიღებული შემოსვლიდან, 100 000 ლარი, სწორედ, COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხება.

“დღეს, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდში, ყველას გვმართებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აღარ არის მხოლოდ ექიმების საქმე. ისინი წინა ხაზზე იბრძვიან, ხოლო მათთვის ზურგის გამაგრება კი თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. სწორედ ამ მიზნით, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, m2 დეველოპმენტი გამოყოფს 100 000 ლარს, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება” - განაცხადა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.