მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადარტი" რუსთავში ახალი კონცეფციის სერვის-ცენტრს ხსნის (R)

630f3dc32455b
BM.GE
31.08.22 13:42
6009
სექტემბრიდან რუსთავში მადარტი ახალი კონცეფციის სერვის ცენტრს ხსნის, რითაც რუსთავის მოსახლეობას საშუალება მიეცემა მარტივად და რაც მთავარია -მიტანის ტარიფის გადახდის გარეშე შეუკვეთონ და მიიღონ მადარტის პროდუქცია.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მადარტი თბილისში 4 წარმოება-რეალიზაციის ფილიალით და ერთი ძირითადი წარმოებით არის წარმოდგენილი, ფლობს საკუთარ მიტანის სერვისის კომპანიას ,,მადარტ დელივერის“ და სულ მალე, ახალი კონცეფციით გეგმავს გაფართოებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BMG-ის კითხვებს მადარტის მარკეტინგის მენეჯერმა - თათული გულბიანმა უპასუხა.

- რას გულისხმობს მადარტის ახალი კონცეფცია?

კონცეფცია გულისხმობს შევქმნათ ახალი ტიპის სერვის-ცენტრი რუსთავში, რომლითაც რუსთავის მოსახლეობას საშუალებას მივცემთ შეუკვეთონ ჩვენი პროდუქცია წინა დღეს, ან მიმდინარე დღეს და კონკრეტულ დროს გაიტანონ სერვის-ცენტრიდან, ასევე შეეძლებათ ადგილზე, ოპერატორის დახმარებით გააფორმონ როგორც სერიული ტიპის პროდუქცია, ისე სასურველი დიზაინის არასტანდარტული ტორტები, რომლის შეკვეთის საშუალებაც აქამდე მხოლოდ ონლაიან კონსულტაციით შეეძლოთ.

- ე.ი პროდუქციის წარმობა და გაყიდვა ადგილზე არ მოხდება?

დიახ, სწორედ ეს განასხვავებს სერვის-ცენტრს ჩვენი სტანდარტული ფილიალებისგან და იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მთავარი ღირებულება- პროდუქციის ხარისხი, მხოლოდ წინასწარ შეკვეთილი პროდუქციის გატანისა და ადგილზე კონსულტაციის გაწევის სივრცეს ვქმნით მომხმარებლებისთვის.

- რატომ გადაწყვიტეთ ამ კონცეფციის პირველად რუსთავში გატანა?

რუსთავის მოსახლეობას ძალიან უყვარს ჩვენი პროდუქცია და ხშირია თხოვნა ფილიალის გახსნაზე, ხშირად მიტანის სერვისითაც სარგებლობენ, თუმცა თბილისიდან რუსთავამდე ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ახალი კონცეფციის საშუალებით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფასოდ ჩავიტანთ შეკვეთილ პროდუქციას და მომხმარებლები პირდაპირ სერვის-ცენტრიდან შეძლებენ გატანას ზედმეტი დანახარჯის გარეშე.

- სად მდებარეობს სერვის-ცენტრი?

ჩვენი სერვის-ცენტრი რუსთავის მოლში იხსენება და სექტემბრის მეორე ნახევრიდან, სიამოვნებით მოვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს.