01.ოქტომბერი .2019 00:30

"Made in Germany" - მომხმარებლებში საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს

views 886
უკან

გაყიდვების სარეალიზაციო ხაზს "დამზადებულია გერმანიაში" მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია აქვს. შედეგები სოციოლოგიური ინსტიტუტის Yougov-სა და ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის კომპლექსური კვლევის შედეგებმა აჩვენა. აზიის, ლათინური ამერიკისა და ევროპის 23 ქვეყანაში გამოკითხულთა უმეტესობამ გერმანული პროდუქცია დადებითად შეაფასა. Made in Germany-ს ნიშნის ქვეშ მყოფი პროდუქცია ნეგატიურად მხოლოდ ექვსმა პროცენტმა დაახასიათა.

ამასთან, ანალიზში გერმანია 45 ქულით ფასდება, რითაც იგი მსოფლიოს ნდობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. რეიტინგში მეორე პოზიციაზე 38 ქულით იტალიური პროდუქცია მოხვდა, მას კი 34 ქულით საფრანგეთი  და დიდი ბრიტანეთი მოსდევენ. მეხუთე ადგილი, 33 ქულით, იაპონიას ერგო. 

რაც შეეხება ჩინეთს, გამოკითხვის თანახმად, სახალხო რესპუბლიკის პროდუქციას გამოკითხულთა 44 % ნეგატიური აფასებს, ხოლო 15 % მათ პოზიტიურად ახასიათებს.