მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობა ადამიანებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა"

64739c56f3c47
ალა ისპირიანი
28.05.23 22:27
2326
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ქალაქ სტამბოლში მხარდამჭერებს მიმართა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც კიდევ ერთხელ გადმოგვცა თურქეთის მართვის პასუხისმგებლობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ დავასრულეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩვენი ხალხის კეთილგანწყობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ პირველი ოფიციალური მონაცემები გაავრცელა.

საბჭოს ცნობით, ბიულეტენების 55% დათვლილია და წინასწარი შედეგებით, 54%-ით მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45% აქვს.