მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მადლობა საქართველოს მეგობრებს" - ლაშა ხუციშვილი მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

607fc89f437c9
ინგა მურუსიძე
21.04.21 11:06
631
„მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას“, - წერს Facebook-ის გვერდზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეხმაურება მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

"მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით და ძალისხმევით გაფორმდა მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის. ერთმნიშვნელოვნად, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ, ვფიქრობ, ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას.

მადლობა საქართველოს მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ამ შეთანხმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“, - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.