მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგალითი იმის, რომ დღგ-სგან გათავისუფლებას სექტორი განევითარებინა, არ გვაქვს" - გიორგი კაკაურიძე

634404bab7270
ანუკა ჯოხაძე
10.10.22 15:55
699
რესტორან Terrace Askaneli-ს დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე სარესტორნე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირების ინიციატივით გამოდის. “დღგ რესტორნის ბიზნესს ჭამს” - განაცხადა მან Forbes Talks-სთან ინტერვიუში. ბიზნესმენი და მეწარმე განმარტავს, რომ ქვეყანაში სარესტორნე ბიზნესი დიდი დამსაქმებელია და მისი განვითარებისთვის რესტორნები მომგებიანები უნდა იყვნენ. გოჩა ჩხაიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში მაღალი კლასის რესტორნები განვითარდება, რაც მაღალმხარჯველ სტუმრებს მოიძიებს.

სარესტორნე ბიზნესისთვის არსებული საგადასახადო პოლიტიკის შეცვლაზე შესაბამისი განმარტებები დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. როგორც გიორგი კაკაურიძე აცხადებს, ამ ეტაპზე სარესტორნე ბიზნესთან მიმართებით საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა გეგმაში არ არის. მისი თქმით, უფრო მეტიც სამინისტრო მუშაობს უკვე არსებულ შეღავათებზეც და იმ შემთხვევაში, თუ მათი ეფექტიანობა დაბალი იქნება, არ არის გამორიცხული მათი გაუქმება.

“ნებისმიერ სექტორს, ყველას უნდა რატომღაც დღგ-სგან გათავისუფლება. არცერთი მაგალითი არ არის, როდესაც დღგ-გან გათავისუფლებამ სექტორი განავითარა. ამიტომ დამატებითი შეღავათის დაწესებას ჩვენ არ ვფიქრობთ, არამიზანშეწონილად მიგვაჩნია. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ყველა შეღავათი შესწავლილია და რომელი შეღავათის ეფექტიანობაც იქნება დაბალი, ჩვენ იმ შეღავათის გაუქმებას ვფიქრობთ. ასე რომ ამ ეტაპზე დამატებითი შეღავათი, მითუმეტეს სარესტორნე ბიზნესისთვის არ არის გათვალისწინებული", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.