28.დეკემბერი.2015 21:42
ეკონომიკა

"მაღალპროფესიონალი ექიმებიც რომ გვყავს უდავოა", - გიორგი ქადაგიძის სტატისტიკა ჯანდაცვაზე

"მაღალპროფესიონალი ექიმებიც რომ გვყავს უდავოა", - გიორგი ქადაგიძის სტატისტიკა ჯანდაცვაზე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"რამოდენიმე სიტყვა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
1. გულსისხძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა (სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მიზეზი) არის 7,7 - ათას ადამიანზე, ეს მაჩვენებელი ჩვენთან ორჯერ მეტია ვიდრე თურქეთში, ესტონეთში, სერბეთში და 25% მეტია ვიდრე მეზობელ სომხეთში.

2. 1 წლამდე ბავშთა სიკვდილიანობა (9,5 -ათას ცოცხლადშობილზე) და 5 წლამდე ბავშვებში (10,8) თითქმის სამჯერ აჭარბებს ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

3. მედიკამენტებზე ხარჯები მთლიანი ჯანდაცვის ხარჯებში 50-60% ია, რაც ევროპის საშუალოს (17%) სამჯერ აჭარბებს.

4. მთლიანი ჯანდაცვის ხარჯების 80% მოდის ე.წ. „ჯიბიდან ხარჯებზე“ და ამას ვერანაირი საყოველთაო დაზღვევა ვერ დაფარავს მრავალი წელი თუ ევროპული ქვეყნების დინამიკას გავაანალიზებთ.

5. ამავე დროს ჩვენ გვყავს 23 ათასი მოქმედი ექიმი (6,1 ათას მოსახლეზე) რაც ორჯერ აჭარბებს ისრაელის, ესტონეთის და ევროპის საშუალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენი ზომის ქვეყანას ჭირდება 12 ათასამდე ექიმი ევროპული სტანდარტით. არაფერს ვამბობ რომ ამ რიცხვს ყოველწლიურად 1000-მდე სამედიცინო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ემატება.

6. ზუსტად საპირისპირო მდგომარეობა გვაქვს ექთნებთან დაკავშირებით (მათი 90% ქალია).

7. საწოლების რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებებში ჯამურად შესაბისობაშია ევროპის საშუალოსთან თუმცა ჭარბია თბილისში და ნაკლებია რეგიონებში.

8. მრავალი მილიონი ლარი იხარჯება ჩვენი მოქალაქეების მიერ ევროპულ ქვეყნებში (ასევე თურქეთში და ისრაელში) დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე, რაც მხოლოდ ზემოთ მოყვანილი რიცხვების ხარისხთან კორელაციაზე მიუთითებს. მაშინ როდესაც წარმატებული ჯანდაცვა ქვეყნისთვის შესაძლებელია მნიშვნელოვანი შემოსავლების მომტანი იყოს (მცირე მაგრამ ამის მაგალითები ნამდვილად გვაქვს მაგ. თვალის კლინიკები).

9. თუ ჩვენ გვინდა ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა ავაშენოთ, გვჭირდება შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილებები. მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების/დაფინანსების ზრდა ცხადია ვერ შეცვლის მნიშვნელოვნად ამ მდგომარეობას.

პ.ს. ც-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რომ ძალიან მაგარია და ასევე ძალიან მაღალპროფესიონალი ექიმებიც რომ გვყავს უდავოა, თუმცა ეს არ ცვლის ზოგად სურათს.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას 2016 წელს, ყველაფერი დანარჩენი კარგად იქნება!!!", - წერს ქადაგიძე. 

17.ივნისი.2019 20:00
817

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-ს 139-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:57
227

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტებს ჩაატარებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:10
602

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 7.7%-მდე შემცირდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:40
429

პრემიერი: დაახლოებით 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:16
335

"ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი"

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:08
92

ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

ვრცლად