სუპერმარკეტების ქსელის “მაგნიტის” შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ია ნადირაშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიური კრიზისული პერიოდისა და სხვადასხვა ხარჯის გაზრდის მიუხედავად, "მაგნიტმა" შეძლო და 2021 წელს 40-მდე ახალი მაღაზიაც გახსნა, ამასთან განავითარა ორი ახალი კონცეფციის “მაგნიტი მაქსის” და “მაგნიტი პლუსის” მიმართულებები.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სექტორში მთავარ გამოწვევად ამ დროისთვის კადრების დეფიციტი რჩება.
“მიმდინარე წელი ძალიან კომპლექსური იყო, სირთულეებით სავსე, მაგრამ ამავდროულად კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი, იქიდან გამომდინარე, რომ ხარჯების სტრუქტურა ბევრი კომპონენტის გამო შეიცვალა, მიმდინარე წელს “მაგნიტის” რეალიზაციები და შემოსავლები 45%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, ჩვენი კომპანია ჯერჯერობით ზარალიანია, გასული წელიც 9 მლნ-იანი ზარალით დავხურეთ, თუმცა ეს განვითარების ნაწილია და უახლოეს მომავალში "მაგნიტი" მომგებიანი გახდება. რაც შეეხება გამოწვევებს, ხარჯების, მათ შორის იჯარის გადასახადის, საწვავის საფასური, ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი გამოწვევა კადრების დეფიციტია, ამას პანდემიამაც შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან საშუალო ხელფასი 2021 წელთან მიმართებაში 62%-ით გაიზრდება.” - განმარტავს “მაგნიტის” აღმასრულებელი დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი