19.დეკემბერი .2019 15:17

"მაგთიკომი" განცხადებას ავრცელებს - რა გახდა საქართველოში ინტერნეტის შეფერხების მიზეზი?

views 1154
უკან

"მაგთიკომი" ინტერნეტის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ მას უცვლელად:

"19 დეკემბერს, დღის პირველ მონაკვეთში, დროებით შეფრეხებას ჰქონდა ადგილი, რაც მაგთიკომისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული.

ხარვეზი მაგთიკომის ქსელში არ დაფიქსირებულა. შეფერხებას გლობალური ხასიათი ჰქონდა და მისი გამომწვევი მიზეზი იყო სოფიაში არსებული პროვაიდერების სატრანსპორტო ქსელში მომხდარი დაზიანება. (იხილეთ ინფორმაცია ბმულზე https://outage.report/google )

ამ ეტაპზე სერვისი აღდგენილია და მაგთიკომის აბონენტებს შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტ მომსახურება",- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა