15.ივლისი .2020 12:30

"მაგთიკომის" დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს - მორიგი პასუხი კახა ბექაურს

views 874
უკან

მაგთიკომის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ  საკომიტეტო მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას ავრცელებს, რაც კომპანია თელიასონერას საქართველოდან გასვლის მიზეზებს უკავშირდება. გია ჯოხთაბერიძე აღნიშნავს, რომ "თელიასონერას" მიერ საქართველოსთან ერთად სხვა ბაზრების დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის 2017 წლის ანგარიშში განმარტებულია იმით, რომ ამ ბაზრებზე მზარდი რისკებია. 

გია ჯოხთაბერიძის განცხადება: 

"თელიასონერა წლიურ ანგარიშში მთელ თავს უთმობს სტრატეგიული და მზარდი რისკების შეფასებას, რამაც განაპირობა რიგი ქვეყნებიდან (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოლდოვა, ნეპალი) მისი გასვლის გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ბატონი ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ თელიასონერას საქართველოში გამოგზავნილ 2017 წლის წერილს, დიპლომატიური სახე აქვს.

კომპანია TELIA-ს 2017 წლის წლიური ანგარიშიდან ამონარიდში გვ. 44-45-ზე ვკითხულობთ:

განვითარებადი ბაზრები:

კომპანია TELIA-მ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევრაზიის (ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, მოდლოვა, ნეპალი), რუსეთის, თურქეთის და ავღანეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებში. 2015 წლის სექტემბერში, კომპანია TELIA-მ განაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ შეემცირებინა ამ ქვეყნებში მისი საქმიანობა და დროთა განმავლობაში დაეტოვებინა ევრაზიის რეგიონი. ისტორიულად, ამ ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და რეგულატორული სისტემები ნაკლებად პროგნოზირებადი იყო განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ამ ბაზართა ხასიათი მნიშვნელოვნად ართულებს ოპერაციების პროცესს, რაც მათ შორის განპირობებულია სახელმწიფოს პოტენციური ჩარევით, იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ კომპანია TELIA სრულად არ ფლობს აქტივებს, არესებობს ვალდებულებები წილის მფლობელებთან გაფორმებული სხვადასხვა შეთანხმებებით, აქტივებთან და განვითარებულ ბაზრებთან შედარებით ნაკლებ პოტენციურ მყიდველებთან დაკავშირებული რეპუტაციული ხასიათის საკითხები.

პოტენციური გავლენა

ამ განვითარებად ბაზრებზე პოლიტიკური სიტუაცია შესაძლებელია შენარჩუნდეს ან გახდეს კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი, იმ ზომამდეც კი, რომ კომპანია TELIA იძულებული გახდეს გავიდეს ქვეყნიდან ან ამ ქყვეყანაში კონკრეტული ბიზნეს სეგმენტიდან. შესაძლებელია არსებობდეს მოულოდნელი ან არაპროგნოზირებადი სამართლებრივი დავები სამოქალაქო ან საგადასახადო საკანონმდებლო სფეროში. შეზღუდვებმა უცხოური ვალუტის გადაცვლის კუთხით ან ადმინისტრაციულმა ბარიერებმა შესაძლებელია არსებითად შეაფერხოს კომპანია TELIA თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოიზიდოს ფულადი სახსრები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს მის მიერ დივიდენდების მიღებაში და სესხის დაფარვაში ან მისი ინვესტიციების განკარგვაში. დამატებით რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნის მფლობელობაზე პოტენციური შეზღუდვების დაწესება ან სხვა ფორმალური ან არაფორმალური შესაძლო პრეტენზიები უცხო ქვეყნის მფლობელობის წინააღმდეგ. ამგვარმა უარყოფითმა მოვლენებმა ან ადგილობრივი ეკონომიკის ან ვალუტის შესუსტებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომპანია TELIA-ს საოპერაციო შედეგებზე. ამ ბაზართა ბუნებამ, რასაც ახასიათებს მნიშვნელოვანი გაურკვევლობები და სირთულეები, შესაძლებელია გავლენა მოახდინოს გაყიდვების პროცესზე როგორც შედეგების ასევე ვადების კუთხით,"- ნათქვამია გია ჯოხთაბერიძის განცხადებაში, რომელიც თელიასონერას 2017 წლის ანგარიშს ეყრდნობა.  

უფრო ვრცლად, მაგთიკომის დამფუძნებლისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელის სიტყვა-პასუხი გუშინდელ კომიტეტზე იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა