მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთიკომის" თანამშრომლებმა პროტესტი დროებით შეწყვიტეს - მოლაპარაკებები დაიწყო

61e510949899d
ინგა მურუსიძე
17.01.22 10:44
1093
„მაგთიკომის“ თანამშრომლებმა პროტესტი დროებით შეწყვიტეს. როგორც bm.ge-ს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, თორნიკე ებილაშვილმა განუცხადა, კომპანიის მხრიდან აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია შედგა და შეხვედრებიც უკვე ჩაინიშნა, სადაც უნდა გადაწყდეს, როგორ მოგვარდება პრობლემები.

თორნიკე ებილაშვილის ინფორმაციით, 300-მდე თანამშრომლიდან ნაწილი ამბობს, რომ შეთავაზებული ახალი პირობებით მუშაობა არ უღირს და სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა, ხოლო ნაწილი სამუშაოდ გავიდა, თუმცა დროებით, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„კომპანიისგან შედგა კომუნიკაცია ჩვენთან, დაგვპირდნენ ხელფასის მომატებას საბონუსე სისტემის ცვლილებით, რაც ჩვენთვის მისაღებია. თუმცა ვიდრე პროცესი ბოლომდე არ მივა, რა თქმა უნდა პროტესტის შეწყვეტა დროებითია“, - ამბობს თორნიკე ებილაშვილი და დასძინა, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, „მაგთიკომის“ ტექნიკური პერსონალის 300-მდე წარმომადგენელი 13 იანვარს გაიფიცა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ კომპანიის თანამშრომლებს ხელფასი პანდემიის დაწყებისას მოემატათ.