მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთი" აბონენტებს ეთიოპიიდან გამოტოვებულ ზარებზე აფრთხილებს - განცხადება

5f52011aaf26b
BM.GE
04.09.20 12:52
1495
კომპანია "მაგთი" მის აბონენტებს აფრთხილებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება უცხოეთიდან, კერძოდ კი ეთიოპიიდან "მაგთის" ქსელის აბონენტებთან შესულ გამოტოვებულ ზარებს ეხება. 

"მაგთის" განცხადება

"აბონენტთა საყურადღებოდ:

დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია  -  002519.

ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.

ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.