03.ოქტომბერი .2022 19:00

"მაისი" ექსპორტს გეგმავს - "აქცენტს აშშ-ზე, ბრიტანეთზე, ჩინეთსა და დუბაიზე ვაკეთებთ"

"მაისი" ექსპორტს გეგმავს - "აქცენტს აშშ-ზე, ბრიტანეთზე, ჩინეთსა და დუბაიზე ვაკეთებთ"
views 527
უკან

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „მაისი“ მიმდინარე წლის ბოლოს ექსპორტზე გასვლას გეგმავს. როგორც "მაისის" თანადამფუძნებელი მარიამ ქოიავა bm.ge-სთან აღნიშნავს, საექსპორტოდ წინასწარ შერჩეული სტრატეგია აქვთ, რომლის მიხედვითაც აქცენტს ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის და დუბაის ბაზრებზე აკეთებენ.

მისივე თქმით, კომპანიას ამჟამად 2 მილიონამდე ბოთლი ნატურალური წვენის წარმოება შეუძლია, მომავალი წლიდან კი საწარმო სიმძლავრეების გაზრდასაც აპირებენ.

„წლის ბოლომდე ექსპორტს ვგეგმავთ, რაც დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. კარგი საექსპორტო ბაზრის განვითარება, იგივეა, რაც მთლიანად ადგილობრივი ბაზრის განვითარება, ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ძალიან საინტერესოა, და საკმაოდ რთულიც.

ჩვენ სტრატეგია გვაქვს, რითაც სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის შერჩევას ვუმკლავდებით, აქცენტს ვაკეთებთ ამერიკაზე, დიდ ბრიტანეთზე, ჩინეთზე და დუბაის ბაზარზე“, - აღნიშნავს „მაისის“ თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის: „მაისი“ ბაზარზე რამდენიმე თვეა გამოჩნდა, ის ნატახტარში 3 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიციით დაფუძნდა. კომპანია 5 სახეობის ნატურალურ წვენს აწარმოებს. კომპანია ნედლეულის შესყიდვის მიზნით 15 ფერმერთან თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა