მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკდონალდს საქართველოს" ევროპაში საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს - თენგიზ კაპანაძე

601e619989f89
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 13:45
1409
ჩვენი „მაკდონალდსი“ ერთ-ერთ საუკეთესოდ და მოწინავედ მიიჩნევა, - ამის შესახებ გადაცემა BMG DRIVE-ში „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული „მაკდონალდსი“ არამხოლოდ მომხმარებლის თვალსაზრისით, ასევე შიდა სისტემის ოპერირებიდან გამომდინარეა ერთ-ერთი საუკეთესო.

„ზედიზედ რამდენიმე წელი ბევრ დაფასებას და პრიზებს ვიღებდით, მერწმუნეთ ბევრად უფრო რთულია ამის მოპოვება. ერთია როცა მომხმარებელი გაფასებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეა, როდესაც პროფესიონალი ჩამოდის და გითვლის თითოეულ წამს Drive-ზე და თითოეულ კუთხეს ამოწმებს სისუფთავის თვალსაზრისით“, - აღნიშნა თენგიზ კაპანაძემ.

მისივე თქმით, ასეთი აღიარებები ერთჯერადი არ ყოფილა და ამას „მაკდონალდს საქართველო“ სისტემატურად იღებს.

„საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს მაკდონალდს საქართველოს ევროპაში“, - დასძინა მან.