მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება..." -მიშელი

6124a4ce080f4
BM.GE
24.08.21 11:44
1281
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, გუშინ, კიევში საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ "ტვიტერში" წერს.

"პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით" - ამბობს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორი იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2021 წლის აპრილში შეთანხმების დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც ივლისში "ქართულმა ოცნებამ" ანულირებულად გამოაცხადა.

შეთანხმების გაფორმებამდეც და შეთანხმების დოკუმენტის დარღვევის შემდეგაც ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი განიხილებოდა. 

პანდემიასთან გამკლავებისთვის საქართველომ ევროკომისიისგან დახმარების პირველი ტრანში გასულ წელს მიიღო. მომდევნო ნაწილის მიღება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.