მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მალე აზიის ქვეყნებისა და აშშ-ის ბაზარზე შევალთ" - მზა საკვების მწარმოებელი კომპანიის გეგმები

61cdb3d3b691f
მარიამ იზორია
07.01.22 19:00
2135
მზა საკვების მწარმოებელი კომპანიის "ნაციონალური დელიკატესის" დამფუძნებელი ოთარ სიმონიშვილი bm.ge-სთან 2021 წელს აფასებს და აღნიშნავს, რომ გასული წელი კომპანიის ოპერირებისთვის არასტაბილური იყო.

მისი განმარტებით, პანდემიის გამო საექსპორტო მოლაპარაკებების შეჩერებაც მოუწიათ. რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წელს წარმატებულ 2019 წელთან შედარებით 30%-იანი კლება ჰქონდათ.

„2021 წელი ძალიან რთული იყო, პერიოდულად გვეგონა, რომ როგორც იქნა სრული დატვირთვით დავიწყებდით მუშაობას, თუმცა მოლოდინი არ მართლდებოდა და შეკვეთებს გვიუქმებდნენ. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები სტაბილური იყო, თუმცა ჩვენი ორიენტირი ექსპორტია. ამ მხრივ კი თუ შეკვეთები 2021 წელს უნდა გაგვემზადებინა, პანდემიის გამო პროექტები 6-7 თვით გადავადდა. ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული 2019 წელი იყო, 2020 წელს კი ნიშნულის გაორმაგების მიზნით 500 000 ლარის ინვესტიციით ქარხანაც გადავაიარაღეთ, მაგრამ არ გამართლდა და 2020 შემოსავლების 50%-იანი კლებით დავხურეთ. რაც შეეხება, 2021 წელს 2019-თან შედარებით შემოსავლების კლებამ 30%-ს მიაღწია" - განმარტავს ის.

„ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელებისგან ბაზრის დასტაბილურებამდე თავს შეიკავებენ.

„2022 წელს საექსპორტო ბაზრებს გავაფართოებთ, მოლაპარაკებებს უკვე ყაზახეთთან ვასრულებთ. მალე აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის ბაზარზე შევალთ, რამდენიმე ტენდერშიც მივიღებთ მონაწილეობას და შევეცდებით მაქსიმალურად გავზარდოთ შემოსავლები“, - აცხადებს ოთარ სიმონიშვილი.