მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მალე უნდა გავხსნათ ეკონომიკა, შევხვდეთ მზად ტურისტულ სეზონს"– ფინანსთა მინისტრი

5ff869e5ae54a
ინგა მურუსიძე
08.01.21 18:27
1454
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, რაც შეიძლება მალე უნდა გავხსნათ ეკონომიკა,  მზად უნდა შევხდეთ ტურისტულ სეზონს და აქტიურები ვიყოთ რეფორმების დაგეგმვაში, რადგან ეს აისახება ვალუტაზეც.

მაჭავარიანს მედიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხა, თუ რას აკეთებს მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის გასამყარებლად.

„ხელისუფლება პირველ რიგში აკეთებს იმას, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ კოვიდ-ინფექციის გავრცელების შეზღუდვა, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ვაქცინის შემოტანა, მანამდე კი დავიცვათ წესები, რაც ეპიდაფეთქებას შეაკავებს და ამავდროულად, ეკონომიკის აღდგენა დავიწყოთ რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენს მიერ დაგეგმილი პაკეტები არის ეკონომიკის მასტიმულირებელი ღონიძიებები. ვცდილობთ, ამ პერიოდში შევამსუბუქოთ მოსახლეობის პრობლემები, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა, რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ტურისტულ სექტორს და აქტიურები ვიყოთ რეფორმების დაგეგმვაში. სწორედ ეს აისახება სავალუტო კურსზეც და ა.შ.

ამავდროულად, ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს, რომ ის დარტყმა, რაც ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ მიიღო სავალუტო შემოდინებების შემცირებისგან, შეარბილოს. სებ-მა გასულ წელს განახორციელა უპრეცედენტო, 900 მილიონამდე ინტერვენცია. ეს არის ერთი ნაწილი, რომ დარტყმა შეარბილოს და მეორე ნაწილია, რომ ეკონომიკა რაც შეიძლება სწარაფად, მდგრადად აღვადგინოთ. ეს შეამსუბუქებს სოციალურ ზეწოლას, ლარზე ზეწოლას და ა.შ.“, - განაცხადა მაჭავარიანმა.