მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავად არ გააჩნია ვაქცინის საკმარისი რაოდენობა" - ტიკარაძის პასუხი სააკაშვილს

6012b64c221ba
ინგა მურუსიძე
28.01.21 17:50
797
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ მალტას ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია არათუ სხვისთვის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვისაც კი.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მალტას უკვე შესყიდული და მიღებული აქვს იმაზე მეტი დოზა ვაქცინა, ვიდრე სჭირდება; მან უკვე გამართა მოლაპარაკება და ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს, რომ მალტასგან ვაქცინა მიიღოს.

„ეს არის სრული სიცრუე, კიდევ ერთი მცდელობა იმის, რომ შემოიტანოს არეულობა და გაუგებრობა მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა მოქმედებს თანმიმდევრულად, თვით მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითონ არ გააჩნიათ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა და აქედან გამომდინარე, ჩვენი ვერც ერთი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა მათი მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ვაქცინის საკითხზე და დათქმულ ვადებში ვაქცინა ქვეყანაში შემოვა.