მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მანჯისთან" დამფუძნებელი: "შესაძლოა ერთ-ერთი ფილიალი დავკეტოთ"

5deabdec0a26e
ანუკა ჯოხაძე
07.12.19 10:10
2789
სწრაფი კვების ობიექტები დღგ-ს გადახდის საშეღავათო პერიოდს ითხოვენ. როგორც სწრაფი კვების ობიექტის, “მანჯისთან” დამფუძნებელი გიორგი მანჯავიძე ამბობს, ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, თუმცა იმ სექტორში, რა სექტორშიც ის საქმიანობს ბიზნესის განვითარება საკმაოდ რთულია.

გიორგი მანჯავიძის თქმით საგადასახადო კუთხით დღგ-ს გადასახადს, საშემოსავლო და მოგების გადასახადები ემატება და ასევე იმ კომპანიების სერვისის პროცენტი, რომლებიც მზა პროდუქციის მიტანას უზრუნველყოფენ. გიორგი მანჯავიძე განმარტავს, რომ ჯამურად ეს მოსაკრებელი იმდენად მაღალია, რომ მცირე ბიზნესს მისი გადახდა უჭირს.

“იდეა გამიჩნდა, რომ სახელმწიფოს დავლაპარაკებოდით, რაიმე ფორმით. იქნება ეს ბიზნესომბუდსმენი თუ საქართველოს მთავრობა, რომ იქნებ რაღაც მოვიფიქროთ. არ მგონია, რომ სახელმწიფოს ამით რაღაც განსაკუთრებულად დააკლდეს, პირიქით, ვფიქრობ რომ უფრო მეტს შეიძენს. საშეღავათო პერიოდი რომ არსებობდეს, არ ვიცი ეს ერთი წელი იქნება თუ რამდენი ხანი. არ მაქვს პრეტენზია 2 წელიწადზე. 1 წელი ვთქვათ რაღაც ოდენობის გადასახადისგან გათავისუფლება იქნება ძალიან კარგი. ვესაუბრე ჩემს კონკურენტებს ვინც ამ სფეროში არიან ჩართულები და ამ საქმით არიან დაკავებული და ყველა ერთ რამეზე თანხმდება, რომ დღგ ქმნის გარკვეულ პრობლემებს.”-ამბობს სწრაფი კვების ობიექტის“მანჯისთან” დამფუძნებელი გიორგი მანჯავიძე.

გიორგი მანჯავიძე BMG-სთან იმასაც, ამბობს, რომ ხარჯების შემცირების მიზნით ერთი ფილიალის დახურვასაც გეგმავს.

“ბევრი ამბობს, რომ ეს პერიოდი, 1 წელი ბიზნესისთვის იქნება გარკვეული კრიზისი. ეს დოლარის კურსი თუ პოლიტიკური მოვლენები, ყველაფერი ურტყამს ამ საქმეს. ახლა სერიოზულად განვიხილავთ იმ ვარიანტს, რომ შეიძლება ერთ-ერთი ფილიალი დავხუროთ და მეორე ვამუშაოთ იმიტომ რომ ხარჯები შევამციროთ და ეს კრიზისული პერიოდი რაღაცნაირად გადავლახოთ.“-ამბობს გიორგი მანჯავიძე.

სწრაფი კვების რესტორანი “მანჯისთან” ამ ეტაპზე ორი ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს აზიური სამზარეულოს კერძებს სთავაზობს.