24.მარტი .2020 15:15

"მარნეულის სასურსათო ქარხანამ" მუშაობა აღადგინა

views 472
უკან

„მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალმა „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ 1-დღიანი გაჩერების შემდეგ, მუშაობა განაახლა, - განუცხადა bm.ge-ის „მარგებელი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, კორონავირუსის ინფექციის ფაქტის დაფიქსირების გამო, 23 მარტიდან კარანტინის რეჟიმშია და მარნეულის ქარხანა ამის გამო 1 დღით გაჩერებული იყო. ასევე, არ სრულდებოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან შესაბამისი ნებარვა მივიღეთ და თანამშრომლების სამედიცინო შემოწმების, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად ეკიპირების და ქარხნის ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის შემდეგ, ქარხანა დღეიდან ავამუშავეთ“, - განუცხადა bm.ge-ის ბიზნესმენმა.

მან ასევე თქვა, რომ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის დეფიციტი ბაზარზე არ შეიქმნება, რადგან შარშანდელი მოსავლის გადამუშავებით მიღებული პროდუქცია თბილისის საწყობებშია შენახული.

„რაც შეეხება პროდუქციის ფასს, კორექტირება, ჯერჯერობით, არ გაგვიკეთებია, თუმცა სავარაუდოდ, ეს გარდაუვალი იქნება, რადგან პროდუქციის შესაფუთი მასალების ფასი მთლიანად უცხოური ვალუტის კურსზეა მიბმული“, - განაცხადა ავთანდილ სვიმონიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა