მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარტის ბოლოს ახალი ტარიფები გვექნება" - ჯანდაცვის რომელ მიმართულებებს შეეხება ახალი ფასები

5e54fed4a52e0
ინგა მურუსიძე
25.02.20 15:00
1312
"უკვე შედგა შეხვედრები ოფთალმოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის და ნეიროქირურგიის მიმართულებით; ვფიქრობთ, მარტის ბოლოს გვექნება ახალი ტარიფების პაკეტი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ TV "პირველის" გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, შექმნილია 7 სამუშაო ჯგუფი. თამარ გაბუნია პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებს და ექიმებს გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობას უხდის.

„მოცული იქნება ყველა მიმართულება, უბრალოდ აქ საუბარია ეტაპობრიობაზე. 7 სამუშო ჯგუფი ჩამოყალიბდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კოლეგებს, ექიმებს, პროფესიული სფეროების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოთქვეს დიდი ინტერესი და ჩვენ მივიღეთ არაერთი წინადადება, რომ ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში. უკვე შედგა შეხვედრები ოფთალმოლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის და ნეიროქირურგიის მიმართულებით. შეხვედრები განხორციელდა გასულ კვირას და გაგრძელდება მიმდინარე კვირაში. ეს არის პროფილური ასოციაციები და კლინიკების წრამომადგენლები, ისინი მეტად აქტიურები არიან და ეს ძალიან კარგია. პროცესი შედგა, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და ვფიქრობთ, მარტის ბოლოს გვექნება ახალი ტარიფების პაკეტი, რომელიც დამყარებული იქნება სატანდარტებზე, რაზეც, რა თქმა უნდა, შევთანხმდებით სექტორთან. პროცესი არის რთული, თუმცა ეს არ მომხდარა ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოში, ბევრმა ქვეყანამ გაიარა ეს გზა“, - განაცხადა გაბუნიამ.

წამყვანის რეპლიკაზე - "კარგი იქნება, სამინისტროს ფინანსური ჯგუფი ცოტათი აჩქარდეს, რადგან თამაშის წესები ცნობილი იყოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის", მინისტრის მადგილე პასუხობს, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული ორ პროცესზე და როგორც კი საკითხის კლინიკური ნაწილი ჩამოყალიბდება, ფინანსური დეპარტამენტიც  გადაწყვეტილების მიღებას არ დააყოვნებს.

2 კვირაში ახალი ტარიფიკაცია ოფთალმოლოგიასაც შეეხება - რას აანონსებს ეკატერინე ტიკარაძე