10.დეკემბერი .2019 21:30

"მარტივდება პროცედურები მათთვის, ვისაც წიაღის არა მარტო მოპოვება, არამედ გადამუშავებაც სურს"

views 227
უკან

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ წიაღის საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი რეფორმა,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მარტივდება პროცედურები მათთვის, ვისაც წიაღის არა მარტო მოპოვება, არამედ გადამუშავებაც უნდა.

„ჩვენი სტრატეგიის მთავარი ამოცანა არის, რომ ამ წიაღით მოტანილი სიკეთე ძირითადად საქართველოში დარჩეს და ძირითადი ღირებულება შეიქმნას. კერძოდ, წიაღი ექსპორტზე გადამუშავებული სახით გავიდეს, რაც ასევე ითვალისწინებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ დღეს 50 მცირე მეწარმეს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა. 2019 წლის ბოლომდე 120-მდე მცირე მეწარმე გამარტივებული წესით მიიღებს წყლით სარგებლობის ლიცენზიას, რაც მათ სამეწარმეო საქმიანობის ოპერატიულად დაწყებაში დაეხმარებათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა