მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49%-ით შემცირდა" - TAV Georgia

5e68d1495a8e3
ინგა მურუსიძე
11.03.20 15:40
1058
"ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მარტის დასაწყისში მგზავრთნაკადის 49%-იანი შემცირება დაფიქსირდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძემ განუცხადა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი შემცირდა, თუმცა ბათუმის აეროპორტში პირიქით, გვაქვს მატება. თებერვალში იქ გვქონდა 25%-იანი მატება. ბოლო ინფორმაციით, მარტის პირველ რვა დღეში ბოლო 15 წლის განმავლობაში  მგზავრთნაკადის 49%-იანი კლებაა, ავიარეისებზე არის 21%-იანი კლება. რეისები სრულდება ნახევრადშევსებით. 11-მა ავიაკომპანიასმ შეწყვიტა ოპერირება. გვაქვს იმედი, რომ მარტის ბოლოს სიტუაცია დარეგულირდება. ჩვენთვის ირანის ბაზარი ძალიან მნიშვნელივანი იყო, ისე როგორც ჩინეთი და იტალია“, - განაცხადა ზაქარაძემ.

მისივე თქმით, TAV Georgia-ს მთავარი ოფისი მუშაობს იმაზე, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელონ.

ზაქარაძის განმარტებით, არ იგეგმება თანამშრომლების შემცირება და მუშაობen ჩვეულებრივ ტემპში, თუმცა ახლა მათთვის ყველაზე მნიოშვნელოვანია როგორც - 1300 თანამშრომლის, ისე მგზავრების უსაფრთხოება.