მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მათ ის ერთი პორტიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ" - ნათია თურნავა კონსორციუმს პასუხობს

5e465a8de9178
ინგა მურუსიძე
14.02.20 12:24
1037
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შეფასება, თუ რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, არ არის დამაჯერებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელის, ლევან ახვლედიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ორი ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება.

„კონსორციუმის მხრიდან შეფასებას რაც შეეხება, თუ რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, მათ ის ერთი პორტიც ვერ ააშენეს, რაც ევალებოდათ ამ სატენდერო პირობებით და კონტრაქტით. აქედან გამომდინარე, მათი შეფასება თუ რამდენი პორტი სჭირდება საქართველოს, არ არის დამაჯერებელი. საქართველოს სჭირდება იმდენი პორტი, რამდენსაც გადაწყვეტს ბიზნესი და დღეს ბიზნესი განიცდის აღმავლობას, იზრდება ტვირთების მოცულობა, მათ შორის კონტეინერული ტვირთების გადამუშავება 40%-ზე მეტი იყო ზრდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი პორტი შეიძლება იყოს საჭირო“, - განაცხადა თურნავამ.