“თუ წელს ბიუჯეტი პროფიციტური იქნება, აპირებთ თუ არა იქ მიღებული ზედმეტი თანხების რეგიონებზე გადანაწილებას?!“- ამ კითხვით ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მისულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მიმართა.
წაქაძის თქმით, 2021 წელს, პირობითად პატარა რაიონებს თუ 5 მლნ ჰქონდათ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული, დღეს 6 მლნ-ს იღებენ, რაც უფრო ნაკლები გამოდის, ვინაიდან წელს ხარჯები გაზრდილია.
„მათემატიკური კაზუსია, 5 მლნ მეტია 6 მლნ-ზე, ვინაიდან 5 მილიონით გასულ წელს გაცილებით მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო და მეტი რჩებოდა ადგილობრივ ბიუჯეტს, ვიდრე წელს. გაიზარდა ხელფასები, ტარიფები, დენის, გაზის, წყლის გადასახადი და ა.შ. ამიტომ 5 მლნ 6 მლნ-ზე ნაკლები გამოდს. თუ პროფიციტული იქნება ბიუჯეტი, აპირებთ თუ არა იქ მიღებული ზედმეტი თანხების რეგიონებზე გადანაწილებას?!“ , - მიმართა ბეჟან წაქაძემ ფინანსთა მინისტრს.
აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გადანაწილების ფორმულა მოსაფიქრებელია და ამაზე მუშაობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იყოს.
„უნდა დავსხდეთ და ერთობლივად შევთანხმდეთ, თუ რა ფორმულით მოხდება განაწილება... შესაძლებელია, რომ ამ თანხიდან გადავიდეს ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში. თუ რა ფორმულით მოხდება ეს, არამხოლოდ კონკრეტული რეგიონისთვის, არამედ ჯამურად, მთლიან სურათშიც მნიშვნელოვანია, რათა ის მეტნაკლებად სამართლიანი იყოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ამ ფორმულაზე შეთანხმება მისაღწევია. ამ წელს შეგვიძლია ამაზე დავასრულოთ მუშაობა, ისე რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ეს ასახული იყოს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება