09.სექტემბერი .2019 16:35

"მახინჯია მმართველობა, როდესაც დაცვის უფროსი შს მინისტრია, პირადი ადვოკატი კი მთავარი პროკურორი"

views 888
უკან

"მახინჯი არის მმართველობა, როდესაც ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს თავის პირად ადვოკატს მთავარ პროკურორად და ამას უკვე პრაქტიკის სახე აქვს, მის პირად ექიმს ჯანდაცვის მინისტრად, დაცვის უფროსს შს მინისტრად და ასე შემდეგ,"- ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, რომ ასეთ ვითარებას "სახელმწიფოს მიტაცება" ეწოდება და ის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია.

"ეს არის პრაქტკულად სახელმწიფოს მითვისება, ეს არის ის რასაც state capture ეწოდება ინგლისურად. ეს არის მონოპოლიზება ინსტიტუტების - ეს არავითარ კავშირში არ არის დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობასთან. შესაბამისად, ეს თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ქვეყანას მომავალი არ აქვს. სანამ არ მოხდება დამოუკიდებელი ინსტუტუციების მშენებლობა."

მამუკა ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ ასეთი მდგომარეობის შედეგია ის, რომ საქართველოში 2019 წლის მეირე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 54%-ით შემცირდა.

"მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ანაკლიის განვითარების,"- აცხადებს ხაზარაძე მთავრობის მეთაურის ცვლილების შესახებ.

თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი ამბობს იმასაც, რომ ის სრულად იზიარებს DW-ს შეფასებას იმის თაობაზე, რომ გახარია "მოსკოვის კაცს" წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა