მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"MBC-ში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი" - ვაჟა სირაძე

5fb7cb52564ec
BM.GE
20.11.20 17:49
1156
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი"-ში ერთი შეიარაღებული პირია შეჭრილი, რომელმაც მძევლად 9 პირი აიყვანა.

"მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე", - განაცხადა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მოუწოდებს მედიას შეწყვიტონ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების და სამართალდამცველების სიცოცხლეს.