მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"McDonalds-ის მსოფლიო წარმომადგენლებს არ ვუყვარვართ... მაღალი თამასა გვაქვს"

5f536e12de4b3
ინგა მურუსიძე
07.09.20 09:45
6251
"McDonalds-ის მსოფლიო წარმომადგენლებს არ ვუყვარვართ, იციან, რომ სხვაგან ვართ" - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ “საქმიან დილის" რუბრიკა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას ქართული რესტორნების უპირტესობაზე საუბრისას განაცხადა.

ჭყონიას შეფასებით, საქართველოში McDonalds-ის რესტორნები, მსოფლიო მასშტაბით, გამორჩეულია.

„კოკა-კოლას“ ახალ ქარხანაში 3000 ხე დავრგეთ და კიდევ არ არის შევსებული ტერიტორია. 350 ხე დავრგეთ ორი ახალი რესტორნის გარშემო. აშშ-ის ელჩი (კელი დეგნანი) გვყავდა დაპატიჟებული რესტორნის გახსნაზე და პირველი, რაც შეამჩნია იყო ის, რომ მსოფლიოში ასეთი McDonalds-ები არ იხსნება. თამასა ავწიეთ და ქვემოთ ვეღარ ჩამოვდივართ.

გვყავს მენეჯერი, რომელსაც „მაკდონალდსების“ სისტემაში ისეთი სახელი აქვს, რომ ევროპაში ასეთი მენეჯერი არ არის. გვრცხვენია უკვე შეკრებებზე, წელიწადში ერთხელ არის ხოლმე შეხვედრები  და უამრავ ჯილდოს ვიღებთ. მთელი მსოფლიოს "მაკდონალდსების" წარმომადგენლები იკრიბებიან ხოლმე და აღარ მოვწონვართ, აინტერესებთ, ასეთს რას ვაკეთებთ. ერთხელ მთელი დელეგაცია ჩამოიყვანეს და თავად ნახეს, რომ მართლა სხვაგან ვართ“, - თქვა ჭყონიამ.