მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მძიმე მდგომარეობაში ტოვებს ბიზნესს.. ბიზნესი გაჩერებულია" - ცეზარ ჩოჩელი გახარიაზე

602e7931e38d7
ინგა მურუსიძე
18.02.21 21:20
2111
სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, 10-ბალიანი სისტემით, გიორგი გახარიას გადადგომის კუთხით უმაღლესი შეფასება ეკუთვნის.

როგორც მან განაცხადა, გიორგი გახარია საუკეთესო ბიზნესომბუდსმენი იყო, თუმცა ბოლო დროს გადაწყვეტილებები ბიზნესის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„როცა გიორგი გახარიაზე ვსაუბრობთ, ალბათ უმჯობესი იქნება დავიწყოთ მისი ბიზნესომბუდსმენობიდან. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესომბუდსმენი. რაც შეეხება პრემიერობას, მისმა პრემიერობამ გაიარა პანდემიის პირობებში. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ტოვებს ბიზნესს, მაგრამ რაც შეეხება გადადგომას, მისი მხრიდან იყო ღირსეული გადაწყვეტილება. ნათლად გამოჩნდა, რომ ის განსხვავდებოდა იმ ადამიანებისგან, ვინც ფიქრობდა გაცილებით მკაცრი ზომების გატარებას გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე შეფასებით, კომუნიკაციის მხრივ გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროიდან, მუდმივად ცდილობდა კომუნიკაცია ჰქონოდა ბიზნესთან, მაგრამ ბოლო დროს უკვე გადაწყვეტილებები მიიღებოდა ბიზნესის საწინააღმდეგოდ, რადგან ისეთი კანონები იქნა შემუშავებული, რომელიც ბიზნესს აფერხებდა და ხელს არ უწყობდა.

„ბიზნესისთვის საკმაოდ მძიმე გამოწვევებია, ძირითადი ბიზნესსფეროები გაკოტრების პირასაა. ბიზნესი გაჩერებულია და წლები დასჭირდება ალბათ ფეხზე დასადგომად. ამ მდგომარეობიდან საბოლოო გამოსავალი არის დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ მთავრობა, რომელი შეძლებს ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე - საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან დღეს გადადგა, რის მიზეზადაც უკვე ყოფილმა პრემიერმა მმართველი პარტიის წევრებთან ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.