მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე აქ ვარ რიგითი" - სალომე ზურაბიშვილი თავისივე დაანონსებულ აქციაზე მივიდა

62ab4e0b283f4
სალომე მეცხვარიშვილი
16.06.22 19:34
1156
სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე მისივე დაანონსებულ აქციაზე მივიდა. თბილისის ცენტრში ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ადგილზე არ იგეგმება სიტყვით გამოსვლები და პოლიტიკური მიმართვები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, მისი ჩანაფიქრიც ეს იყო, რომ ეს შეკრება არ დამსგავსებოდა “პოლიტიკურ შეხვედრას”.

“მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული, მოუმზადებლად და არაორგანიზებულად. ჩემი მიზანი იყო, რომ აქ არ ყოფილიყო პარტიული შეხვედრები, რასაც მიჩვეული ხართ. აქ არიან მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს, გამოხატოს, რომ საქართველოს საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში.

მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსული, რომ ეს რეალურად არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ აქ რიგითი. ხშირად ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ, ან არ უნდა ამის აღიარება. დღეს აქ მე არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და სჯერა, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.