"კონსორციუმისგან განსხვავებით, მე არ ვდებ არარეალურ პირობებს და მითუმეტეს ისეთ პირობებს, რომლის განხორციელებაზე კონტროლი არ არის ჩემს ხელში", - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას - "როდის დასრულდება პროექტი და როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში?".
"რა თქმა უნდა, ვერ დავდებ პირობას, როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში. კონსორციუმი, სამწუხაროდ, წინა წელსაც ირწმუნებოდა, რომ 2020 წელს შემოვა გემი და ალბათ გახსოვთ, პარლამენტში გამოსვლის დროს, როდესაც გამოვთქვი ეჭვი ვადებთან დაკავშირებით, ამას საკმაო კრიტიკა მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, თუმცა დღეს ვხედავთ, რა რეალობაც არის. დავიწყებთ სატენდერო პირობების მომზადების პროცესს, გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხტავს და ერთად ვიხილავთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, ახალი ინვესტორის მხრიდან უნდა მოვისმინოთ პირობა, რომელიც იქნება ჩადებული ახალ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, სადაც გაწერილი იქნება ვადები და შესაბამისი ფინანსური გარანტიები", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღესვე დააზუსტა, რომ ამერიკული იურიდიული კომპანია "White & Case" სახელმწიფომ დაიქირავა არა ხელშეკრულების შესაწყვეტად, არამედ ხელშეკრულებაზე სამუშაოდ.
"ალბათ გახსოვთ, ეს კომპანია გასული წლის დასაწყისში დავიქირავეთ, მაშინ როდესაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ბანკებთან საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად. ამ მოლაპარაკების პროცესში იყო ჩართული ეს იურიდიული კომპანია. ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა, ძირითადი მომსახურების გამოყენება, 2020 წლის განმავლობაში, ალბათ, უკვე იურიდიული დავის ფარგლებში მოგვიწევს, თუ ეს დავა, რა თქმა უნდა, დაიწყება. რაც შეეხება დავის ხანგრძლივობას, ძალიან რთულია დღეს ამის განსაზღვრა. ჩვენი შეფასებით, მოდავე მხარეს არ აქვს არანაირი საფუძველი, თუმცა ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უკვე საარბიტრაჟო სასამართლოს მისაღები იქნება", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის