პრემიერ - მინისტრი დღეს სამეგრელოში იმყოფება, სადაც მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. გიორგი გახარიამ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ მარტვილში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაც.
„მარტვილში ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ცოტა მეტი უნდა ვიაქტიუროთ და ეკონომიკის ისეთი ტრადიციული სექტორები, როგორიც არის ჩაი, თხილი, ყურძენი, მეღვინეობა - ეს ყველაფერი უნდა განვავითაროთ. მე ერთს გპირდებით, რომ იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეს ექნება სურვილი გადადგას პირველი ნაბიჯები, აიღოს გარკვეული რისკი თავის თავზე, დაიწყოს ბიზნესი და გლეხს გახდეს ძლიერი ფერმერი, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაუდგება გვერდით, იმიტომ, რომ ეს ჩვენს ინტერესშია.
ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, ამისთვის დავიწყეთ ჩვენ განათლების რეფორმა. მიზეზი და მიზანი ამ ყველაფრისა მარტივია, ჩვენ საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის არ უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა მარტვილში ცხოვრობენ ისინი, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში თუ კიდე სადმე. განათლების მიღების დონე თანაბარი უნდა იყოს ყველგან, ეს არის ნორმალური ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცებისთვის სად ცხოვრობენ ისინი თბილისში თუ მარტვილში და არ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული როგორი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ ისინი, ასე უნდა ავაშენოთ ჩვენ, ყველამ ერთად, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და რაც მთავარია ევროპული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის