"მე მგონი, ქალბატონი ეკა(ტიკარაძე) ცოტა უნდა გაერკვეს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, კლინიკებმა თანამშრომლებს ხელფასები არ უნდა შეუმცირონ.
„სამინისტრო ცდილობს, რომ დრო მოიგოს. საბჭოს ფორმატში ვითომ შეხვედრებით ცდილობს, რომ დრო რაც შეიძლება გაწელოს და სავარაუდოდ, ასე პასუხობს ექიმების მოთხოვნას, რომ იყოს კონსტრუქციოული საუბარი და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება. ყველა ინფორმაცია, რაც კი ექიმებისგან და კლინიკებისგან იყო მოთხოვნილი, ჯერ კიდევ ორი თვის წინ არის მიწოდებული სამინისტროსთვის, მაგრამ არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის. მათ მოუწიათ ხარჯების შემცირება და ძალიან საკვირველია ჯანდაცვის მინისტრის მკაცრი ტონი და იმპერატიული მოწოდება, რომ ექიმებმა და კლინიკებმა არ უნდა გაბედონ ხარჯების შემცირება, მათ შორის ხელფასების შემცირებით. როგორც ჩანს, ქალბატონ ეკას საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობის დროს სხვა დაფინანსება ჰქონდა, ან სხვაგვარად მოქმედებდა. მაშინ იქნებ გვასწავლოს ქალბატონმა ეკამ, როგორ შეუძლია მას ჯანდაცვის სისტემის მართვა და მათ შორის საავადმყოფოების“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა მინისტრის განცხადებას იმის შესახებაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სხვადასხვა კლინიკები კადრებს შეამცირებენ, შესაძლოა, სელექტიური კონტრაქტები ვერ მიიღონ.
„ეს განცხადება არის ექიმის საქმიანობის შესახებ კანონის დარღვევა და ხელის შეშლა საქმიანობაში, მათ შორის გადის ფსიქოლოგიური ზეწოლის რანგში; როდესაც მინისტრი კერძო სექტორის საქმიანობაში ერევა მსგავსი სახით, ეს არის დაშინების მცდელობა. მე მგონი, მინისტრი ცოტა უნდა გაერკვეს, არ არის დღეს საბჭოთა კავშირი, რომ როგორც პირველი ექიმი იტყოდა, ისე მოხდეს ყველაფერი. ყველაზე ცუდია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ სისტემა იშლება ნელ-ნელა და ზიანდებიან პაციენტები, რომლებიც ვერ იღებენ გარკვეულ სერვისებს და ბრუნდება ის დრო, როცა პაციენტებს უწევდათ ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ წასვლა“, - თქვა ლევან კობერიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის