მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი" - კახა კალაძე

5f478880040c7
ინგა მურუსიძე
27.08.20 14:20
2726
"მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ  თბილისის სატრანსპორტო დერეფნის პროექტის პრეზენტაციაზე.

„მეც კერძო ავტომობილით დავდივარ, საცობში დგომა სხვა ადამიანებივით მეც მიწევს, მაგრამ მე ვერ ვიქნები მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი. მე ვარ მერი ბებიების, ბაბუების, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ტროტუარებს, მე ვარ მერი იმ ახალგაზრდების, რომლებიც ყოველდღიურად იყენებს ელექტროსკუტერებს და ველოსიპედებს, მე ვარ მერი იმ მშობლების, რომლებიც საღამოს სამსახურიდან დაღლილი მოდიან და სურვილი აქვთ, მაგალითად, ეტლით გაასეირნოს შვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირი მოიყვანა და თქვა, რომ ტროტუარებზე ავტომანქანები დადიოდნენ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში უნდა იქნას გათვალისწინებული ის გამოცდილება და მაგალითები, რაც სხვა დიდმა ქალაქებმა უკვე გაიარეს და ნახეს.

„კერძო ავტომობლს ექნება თავისი სასიარულო სივრცე, ქვეითს - თავისი და საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისი, რათა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ“, - აღნიშნა კალაძემ.