მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე წავიყვან მშობლებს ასაცრელად, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს" - ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრება

60537b61c051d
თამთა ჯიჯავაძე
18.03.21 20:13
1125
დღეს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 27 წლის ექთნის აცრის შემდეგ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს:

"1. ახლა უპირველესი საზრუნავი ახალციხელი მედიკოსის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.
2. გართულება და გვერდითი ეფექტი შეიძლება ახლდეს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას და პრეპარატს. აცრის ყველა პუნქტი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული გართულებისთვის.
3. ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს! ჩემი შვილი უკვე აიცრა, ველოდები ვაქცინის მორიგ პარტიას, რომ ჩემი 70+ ასაკის მშობლები აიცრან.
4. შეიძლება ჩემი მშობლების აცრას გართულება მოჰყვეს? შეიძლება. ოღონდ რისკი, რომ აცრას გართულება მოჰყვეს, 100,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დაღუპვის რისკი, თუკი ვირუსი შეხვდათ. ამიტომ მე წავიყვან მათ ასაცრელად.
5. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია არათუ დასაწყებია, დაგვიანებულიცაა.
6. დღეს კიდევ უფრო შემცირდებოდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ამიტომ მთავრობამ
- უნდა მოგვცეს საშუალება ყველა მსურველს, დავრეგისტრირდეთ შესაბამის პორტალზე;
- მსურველთა სია დაიხლიჩოს ასაკობრივ და რისკ-ჯგუფებად და ვაქცინის მორიგი პარტიების შემოსვლის პარალულურად აიცრას ყველა მსურველი. (რა თქმა უნდა, ჩემზე ასაკოვანი მოგვიანებითაც რომ დარეგისტრირდეს, უპირატესობა მას უნდა მიენიჭოს).
ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, ახალციხეში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკათი“ აცრიდან ნახევარ საათში, სავარაუდოდ, ვაქცინაციის მიზეზით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. ექთანი ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.