03.ოქტომბერი .2022 13:00

"მეამას" გენდირექტორმა სტამბოლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის კონფერენციაზე 12 ქვეყნის წარმომადგენლებს კომპანიის გამოცდილება გაუზიარა

"მეამას" გენდირექტორმა სტამბოლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის კონფერენციაზე 12 ქვეყნის წარმომადგენლებს კომპანიის გამოცდილება გაუზიარა
views 369
უკან

ოჯახზე მორგებული პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, მამების დეკრეტით 2022 წელს “მეამას” 5 თანამშრომელმა უკვე ისარგებლა.

სტამბოლში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონფერენცია გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყნის მთავრობებისა და ბიზნესის 100-მდე ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას "მეამას", "თეგეტას" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ადვოკატირება გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად კონფერენციის მთავარი თემა იყო საზოგადოებაში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვა და განხორციელება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში, რაც სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან. კერძო სექტორის პანელში "მეამას" გენერალურმა დირექტორმა ელენე ვარსემაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს კომპანიის გამოცდილება გაუზიარა:

„2022 წლის დასაწყისში „მეამამ“ მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, დანერგოს და გაატაროს ოჯახზე მორგებული პოლიტიკა და ამ გზით, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას. "მეამაში" დასაქმებული მშობლები, როგორც ქალები ასევე მამაკაცები თანაბრად იყენებენ ბავშვის დაბადებისთვის განკუთვნილ დეკრეტს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მამობის შვებულებით 2022 წელს “მეამას” ხუთმა თანამშრომლებმა უკვე ისარგებლა. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, ოჯახის ხელშეწყობის პოლიტიკის დანერგვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად ვმუშაობთ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებაზე.“

"მეამას" მაგალითით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კომპანიებში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვა ხელს უწყობს თანამშრომლების ეფექტურობას და სამუშაო გარემო დასაქმებულებისთვის კიდევ უფრო კომფორტული ხდება. მშობლის შვებულებით სარგებლობის შეთავაზება მამებისთვის, დედებისა და ოჯახებისთვის, ასევე, ოჯახის მხარდამჭერი სხვა სახის ხელშეწყობა, დამსაქმებელთათვისაც ძალიან სასარგებლოა, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა პროდუქტიულობის გაზრდისა და მათი კომპანიისადმი ერთგულების გაღრმავების თვალსაზრისით.
NS