11.მაისი .2021 16:09

"მეც ველოდები ჩემს დოზა ვაქცინას" - თამარ გაბუნია მოქალაქეებს მიმართავს

"მეც ველოდები ჩემს დოზა ვაქცინას" - თამარ გაბუნია მოქალაქეებს მიმართავს
views 331
უკან

მოქალაქეებს, რომლებიც აცრას გეგმავენ, მივმართავ, დაელოდონ თავიანთ დოზებს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დავარდება თუ არა ტემპი იმის გამო, რომ ვაქცინაციის პუნქტებში თავისუფალი ადგილები არ არის.

"კარგია, რომ მოთხოვნა არის, ვაქცინების მობილიზაციაზე მუშაობა მიდის, მესმის, რომ შეიძლება გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ ვფიქრობ, მოკლე ხანში დამატებით გვექნება 'სინოფარმის" დამატებითი დოზები. ასევე "სინოვაკი" დაგვეხმარება, ხოლო ივლისიდან იმედი გვაქვს, რომ "კოვაქს-პლატფორმაზე" "ჯონსონ ენდ ჯონსონი" და "ნოვავაქსი" დაგვემატება.

5000 ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ მოქალაქეები, რომლებიც განწყობილი არიან ვაქცინაციისთვის, დაელოდონ თავიანთ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა თუნდაც "წითელი ჯვრის" მიერ ნაჩუქარი ვაქცინის დროული შემოსვლა მაშინ. როცა პროცესი თითქოს "დაიქოქა", თუმცა ვაქცინები დამთავრდა, გაბუნია პასუხობს:

"ყველა არის ჩართული, რომ ვაქცინების მოწოდება დროულად მოხდეს, თუმცა მოთხოვნა არის არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვა ბაზრებზეც. ვცდილობთ, ვაქცინების მოწოდების ვადები იყოს მაქსიმალურად მოკლე", - აღნიშნა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა