მედიანური ხელფასი რომ საშუალოზე 31%-ით დაბალია, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ადამიანთა უმრავლესობას აქვს დაბალი ხელფასი, - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ მედიანურ და საშუალო ხელფასებზე საუბრისას განაცხადა.
„ხალხს ყოველთვის რატომ ხვდებოდა თვალში მაღალი საშუალო ხელფასი?! მედიანური ხელფასი რომ 31%-ით დაბალია საშუალოზე, ეგ იმას აჩვენებს, რომ ადამიანთა უმრავლესობას დაბალი ანაზღაურება აქვს. მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს. ამასთან, 1300 და 900 ლარიც არის დაუბეგრავი, სინამდვილეში ხელზე ადამიანები გაცილებით ნაკლებს იღებენ. მაგალითად, მედიანური ხელფასი დაახლოებით 700 ლარი გამოდის, თუკი საშემოსავლოს და საპენსიო გადასახადს გამოვაკლებთ. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს 700 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი“, - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატმა მიმდინარე კვირას ხელფასების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს საქართველოში მედიანური ხელფასი იყო 900 ლარი, მაშინ როდესაც საშუალო ხელფასი 1,304 ლარს შეადგენდა. საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, რაც ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმატიკულია, მედიანური ხელფასი ასახავს ზუსტად მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის.
“მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1% (213 ლარით) გაიზარდა და 1,541 ლარი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება