მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მედიკამენტებზე ფასების პრობლემის მოსაგვარებლად ქართული წარმოებები უნდა გაძლიერდეს"

603628a662c60
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 20:20
806

"წამლებზე ფასების პრობლემის მოსაგვარებლად ქართული წარმოებები უნდა გაძლიერდეს",– ამის შესახებ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა” ლევან გოგიბერიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი მედიკამენტი ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა ამ ნაწილში კომპანიები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან.

“ქართული ბაზრის 90% იმპორტირებულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული, როდესაც რომელიმე იმპორტიორ ქვეყანაში წამლებზე ფასები იზრდება, ამას ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაც ემატება, ხოლო საბოლოოდ ეს ქართულ კომპანიებზეც აისახება და ფასს აქაც ზრდიან” - განმარტა გოგიბერიძემ.

გადაცემაში სტუმრობისას მან ფარმაცევტული კომპანიებისთვის ახალ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც GMP სტანდარტზე გადასვლას 2022 წლიდან გულისხმობს. ბიზნესი ვალდებულების 2027 წლამდე გადავადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის და მისი ამოქმედების შემთხვევაში კომპანიების დიდი ნაწილი დაიხურება.

“GMP სტანდარტის შემოღების საჭიროებაზე ბიზნესიც და სამთავრობო სტრუქტურებიც თანხმდებიან. თუმცა, პრობლემები განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ახალ სტანდარტზე გადასასვლელად ამ დრომდე მზად არ იყო" - ამის შესახებ “ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა” ლევან გოგიბერიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

გოგიბერიძის თქმითვე, სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯები დროულად არ იქნა გადადგმული, ხოლო ბიზნესს GMP სტანდარტზე გადასასვლელად დრო სჭირდება.

“ფარმაცევტული კომპანიების საკმაოდ დიდ ჯგუფს სერიოზული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი. აქ იგულისხმება როგორც დიდი ოდენობით ინვესტიციების ჩადება, ასევე ახლის აშენება, ან ძველის სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანა. აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რასაც სამწუხაროდ ყურადღებას არავინ აქცევს....

იმ დადგენილებით, რომლითაც ქართველი მეწარმეებისგან ახალ სტანდარტზე გადასვლას ვითხოვთ, ამ მოთხოვნას იმპორტიორ კომპანიებს არ ვუყენებთ. არის უამრავი ქვეყანა, რომელსაც შიდა სტანდარტიც არ გააჩნია. ეს არის სრულიად დისკრიმინაციული ქართველი მწარმოებლებისთვის. ბიზნესმენი, რომელიც ამ საქმეშია ჩართული, თუ მას კონკურენტუნარიანი გარემო არ ექნება, ის თანხას არ დააბანდებს” - განაცხადა გოგიბერიძემ.