05.მაისი .2020 16:16

"მედპერსონალის აღჭურვილობის დეფიციტის საშიშროება არ დგას" - ეკატერინე ტიკარაძე

views 116
უკან

მედპერსონალის აღჭურვილობის დეფიციტის საშიშროება არ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღესდღეობით, საქართველოში არის საკმარისი რაოდენობის პირადი დაცვის საშუალებები და გვაქვს დამატებითი პროტოკოლები, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. მიმდინარეობს მუდმივი აღწერა. სულ რამდენიმე ხნის წინ ჩამოვიდა ჩინეთიდან ერთი თვითმფრინავი, კიდევ მუშაობს ჩვენი შესყიდვების სამსახური ამ საკითხზე. ვმუშაობთ, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, თუმცა ამის საშიშროება არც ყოფილა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება თავად მედპერსონალს, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მედპერსონალს სწრაფი ტესტი ამ დრომდე ორ კვირაში ერთხელ უტარდება, თუმცა შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს.

„უკვე რამდენიმე კვირაა გაწერილია პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, მედპერსონალი, როგორც რისკ-ჯუფის წარმომადგენლები და მათი შემოწმება ხდება ყოველ ორ კვირაში, თუმცა შეიძლება დადგეს განხილვაში, რომ თუკი ჯანმოს პროტოკოლიც დაგვეთანხმება, მზად ვართ, გადაწყვეტილება შევცვალოთ და ექიმები გადავიყვანოთ ყოველ 7 დღეში ერთხელ ტესტირებაზე; გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პოზიცია უნდა შეჯერდეს ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორც ვიცავთ ექიმებს, ჩვენ გვაქვს სამინისტრშოი ოთხი ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს ყველა ექიმთან და ვაცნობთ მათ ამ პროტოკოლს“, - განაცხადა მინისტრმა.