მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეღვინეობა ხარება”: დიდ მოსავალს ველოდებით, დამატებითი ყურძენი, სავარაუდოდ, არ დაგვჭირდება

5f2167ac1f4ba
ინგა მურუსიძე
29.07.20 23:10
1331
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ღვინის ის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 80 თეთრს გადაუხდის.

რას ფიქრობენ ღვინის მწარმოებლები ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით და როგორია პანდემის პირობებში ბიზნესის მდგომარეობა, საკითხზე bm.ge ღვინის მწარმოებელ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენელს ესაუბრა.

„ჩვენ ჩვენი ყურძენი გვაქვს და საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით. ჩვენი ვენახებიდან ველოდებით 6.5 მლნ კილოგრამ ყურძენს, შესაბამისად, ალბათ არ დაგვჭირდება დამატებითი ყურძენი. ახლა ვითვლით, რამდენად დაგვჭირდება დამატება ყურძნის, იმიტომ რომ ჩვენი მოსავალიც ბევრი გვექნება. ზოგადად, როგორც ყველა ქვეყანაში, ისე ჩვენთან, შემცირებულია ექსპორტი, ამიტომ ვცდილობთ მოცემულ პირობებზე გადავეწყოთ და ფეხი ავუწყოთ ექპორტის იმ რაოდენობას, რაც გვაქვს და დაველოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ზოგადად, სიტუაცია რთულია, პანდემიის გამო ძალიან შემცირდა ღვინის მოხმარება იმ ქვეყნებში, სადაც გაგვქონდა, ალბათ გაუმჯობესდება მდგომარეობა და დავბრუნდებით ჩვეულებრივ რეჟიმში“, - განაცხადა ყვარლის გვირაბის კომპლექსის, ყვარლის და მუკუზანის ქარხნების მენეჯერმა, მერაბ შენგელიამ.