მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეიჯერელ საქართველო": მთავრობამ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე მეტი უნდა იმუშაოს

61433d40d376e
ლიკა გურაბანიძე
16.09.21 21:29
1016

“საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია. მათ წინსვლის და განვითარების სურვილი აქვთ. ჩვენი კომპანიის წარმატებაც სწორედ ადგილობრივი პერსონალის ნიჭიერებამ უზრუნველყო", - ასეთია "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორის ალექსანდერ მირონენკოს შეფასება.

მისივე თქმით, კომპანიის ბიზნეს მოდელი საქართველოში სწორი მიმართულებით ვითარდება.

“საქართველოში, როგორც ბიზნესი, თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. ბაზარზე დაახლოებით 5 წელზე მეტია წარმოდგენილები ვართ. თუმცა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განვიცადეთ. მაგალითად, ბიზნეს საქმიანობის გაფართოება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შევძელით. ჩვენ ვნახეთ, აქ ბიზნესის კეთება რამდენად ადვილია. ესტონური მოდელი მოგვწონს, ის მნიშვნელოვანია. ეს როგორც ინვესტორს საშუალებას გვაძლევს რეინვესტირება განვახორციელოთ და ბიზნესი უფრო გავაფართოოთ.

ბოლო წლების განმავლობაში ეს გავაკეთეთ და უკვე 2 600 თანამშრომელი გვყავს დაქირავებული, ხოლო ცოტა ხანში 3 000 თანამშრომლამდე მივალთ.” - აღნიშნა მირონენკომ.

მისივე თქმით, მთავრობამ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე მეტი უნდა იმუშაოს.

“ქვეყანაში ბევრი რამ არის კარგი, რის შესახებაც უცხოელებმა არ იციან, რასაც კარგი მარკეტინგი სჭირდება.” - განაცხადა "მეიჯერელ საქართველოს" დირექტორმა.