07.დეკემბერი.2018 15:05
ეკონომიკა, ბიზნესი, საზოგადოება

"მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დასარეგისტრირებულად უცხოელებს 1 კვირა აქვთ"

"მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დასარეგისტრირებულად უცხოელებს 1 კვირა აქვთ"
მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება უცხოეთის მოქალაქეებს სამართლებრივად ერთი კვირის ვადაში შეეძლებათ.

როგორც Bm-ge-თან საუბარში იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განმარტა, ამის საშუალებას უცხოეთის მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული ის გადაწყვეტილება აძლევს, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა.

საქმე იმაშია, რომ მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მემკვიდეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ეხება და არა მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვას.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რეალურად, ძალაშია მხოლოდ 16 დეკემბრამდე ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.

„გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალა აქვს 16 დეკემბრამდე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამ ვადებში შეუძლიათ იუსტიციის სახლში დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები, თუმცა იუსტიციის სამინისტრო გაუწელავთ თუ არა პროცესებს, ეს უკვე სხვა საკითხია“, - აცხადებს ალაფიშვილი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

24.მაისი.2019 12:31
70

საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში უცხოეთში ვიზიტებზე 359 მილიონი ლარი დახარჯეს

ვრცლად
24.მაისი.2019 12:12
103

სებ-ის პრეზიდენტი: ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით არასწორი ანალიზი კეთდება

ვრცლად
24.მაისი.2019 12:00
248

რა შემთხვევაში მიიღებენ სტარტაპები 650 000 ლარს?

ვრცლად
24.მაისი.2019 11:20
274

ქობულიას კრიტიკის „შედეგი“ – 27 მაისს დავით საგანელიძე პარლამენტში მივა

ვრცლად
24.მაისი.2019 11:00
122

ნიკა გაგუა ლარის კურსზე: ეს არის მერყეობები, რომლის თავიდან აცილებაც რთულია

ვრცლად
24.მაისი.2019 11:00
32

ტექნიკური უნივერსიტეტი გლობალიზაციისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე კონფერენციას მასპინძლობს

ვრცლად