07.დეკემბერი.2018 15:05
ეკონომიკა, ბიზნესი, საზოგადოება

"მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დასარეგისტრირებულად უცხოელებს 1 კვირა აქვთ"

"მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დასარეგისტრირებულად უცხოელებს 1 კვირა აქვთ"
მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება უცხოეთის მოქალაქეებს სამართლებრივად ერთი კვირის ვადაში შეეძლებათ.

როგორც Bm-ge-თან საუბარში იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განმარტა, ამის საშუალებას უცხოეთის მოქალაქეებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული ის გადაწყვეტილება აძლევს, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა.

საქმე იმაშია, რომ მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმე მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მემკვიდეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ეხება და არა მათ მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვას.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რეალურად, ძალაშია მხოლოდ 16 დეკემბრამდე ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე.

„გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალა აქვს 16 დეკემბრამდე. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამ ვადებში შეუძლიათ იუსტიციის სახლში დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები, თუმცა იუსტიციის სამინისტრო გაუწელავთ თუ არა პროცესებს, ეს უკვე სხვა საკითხია“, - აცხადებს ალაფიშვილი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

22.მაისი.2019 23:21
56

GWP მეოთხე წელია Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს "BB მინუსს" სტაბილურად ინარჩუნებს

ვრცლად
22.მაისი.2019 23:20
66

დეპუტატი-ლარის კურსზე: „ჩვენ ახლა ვართ, როგორც ნაფოტი - ტალღაზე მიგდებული“

ვრცლად
22.მაისი.2019 23:00
47

24 მაისს, აჭარის მთავრობა ბიზნესს შეხვდება

ვრცლად
22.მაისი.2019 22:10
54

ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

ვრცლად
22.მაისი.2019 21:50
181

„საბანკო რეგულაციების გამო, ტურ-პაკეტებზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო“

ვრცლად
22.მაისი.2019 21:40
199

ესკო: ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 21%-ით გაიზარდა

ვრცლად