17.სექტემბერი.2018 20:15
ეკონომიკა

"მერიის პოლიტიკა არაა, რომ გავაჩინოთ მეტი საპარკინგე ადგილები"

"მერიის პოლიტიკა არაა, რომ გავაჩინოთ მეტი საპარკინგე ადგილები"
დაამატა თუ არა საპარკინგე ადგილები მერიამ დედაქალაქში „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ? დედაქალაქის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ახალი საპარკინგე ადგილების გაჩენა „სითი პარკის“ ვალდებულება არ იყო და ეს არც მათი მიზანი არ არის.

„მერიის პოლიტიკა არ არის, რომ გავაჩინოთ კიდევ მეტი საპარკინგე ადგილები...“სითი პარკის“ ვალდებულება არ იყო საპარკინგე ადგილების გაჩენა. საპარკინგე ადგილს განსაზღვრავდა მუნიციპალიტეტი და „სითი პარკი“ დახაზავდა. აქედან გამომდინარე „სითი პარკის“ წასვლა გავლენას ვერ მოახდენდა ამაზე.

ზოგადად, ეს ცოცხალი პროცესია. მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება ქალაქზე და მუდმივად ხდება რაღაც არეალის დამატება და რაღაც არეალის გაუქმება.

რატომღაც დღეს ასე მივიჩნევთ, რომ საპარკინგე პრობლემის მოგვარება არის დამატებით ახალი პარკირების ადგილების გაჩენა. ეს ის არ არის, რაც დღეს ქალაქს სჭირდება.
დღეს ქალაქს სჭირდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა ნაკლებად დააბინძურონ ჰაერი და ცოტა მეტად სუფთა ჰაერი ვასუნთქოთ მოქალაქეებს, რისთვისაც საჭიროა ნაკლები ავტომანქანები დადიოდნენ. ჩვენი პოლიტიკა არ არის წავახალისოთ სატრანსპორტო საშუალებების უფრო მეტი გამოყენება. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ წავახალისოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

მისივე თქმით, მერიას გააჩნია რამდენიმე ადგილზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის პროექტი, რაც განხორციელდება, თუმცა, ეს პროექტიც გამომდინარეობს კონკრეტულ ადგილებზე პარკინგზე ძალიან მაღალი მოთხოვნით.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

20.ივნისი.2019 09:50
0

გიორგი ჩოგოვაძე: დღეისათვის, ქუთაისის აეროპორტის პრივატიზაციაზე საუბარი არ არის

ვრცლად
20.ივნისი.2019 09:15
90

დღეს, სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფს დაადგენს

ვრცლად
20.ივნისი.2019 00:25
403

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 23:00
366

,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები”

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:35
510

შეცვალა თუ არა მომხმარებელთა ქცევა თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულმა რეგულაციებმა?-კვლევის შედეგები

ვრცლად
19.ივნისი.2019 22:00
425

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

ვრცლად