მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მერწმუნეთ, ყველა, ვინც დაკარგა შემოსავალი, მიიღებს სამთავრობო მხარდაჭერას"

5eafc91c0c4dd
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.20 11:50
1086
დღეს ჩვენი მთავრობის სხდომის მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალური ღონისძიებები, რომელიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვა და ასევე წარადგენს მთავრობის დადგენილებას.

„საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომელიც იქნა მიღებული საშემოსავლო გადახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული იმისთვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ და რომელიც გულისხმობს იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში, ასევე იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები და ყოველთვიური შემოსავალი დაკარგეს, ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ მექანიზმებს და მერწმუნეთ, ყველა ის ადამიანი ვინც დაკარგა შემოსავალი, საბოლოო ჯამში, მიიღებს ასეთ მხარდაჭერას.

გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, რომელთა ქულებიც არის 65 000-დან 100 000 ქულამდე და ეს შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, რომლებიც არიან 16 წლამდე და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერმა.