მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესტიაში უცხოელ ტურისტებს საბაგიროების ჩართვის შემდეგ ველოდებით" - ტუროპერატორი

603e5062c8bf7
ინგა მურუსიძე
03.03.21 20:42
612
ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებლის, მაია მურაჩაშვილის განცხადებით, დღეისთვის მესტიაში უცხოელი ტურისტები არ არიან, თუმცა საბაგიროების გახსნის შემდეგ მათ ელოდებიან. აღნიშნულზე მურაჩაშვილმა გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

„მესტიაში დღეის მონაცემით, უცხოელი ვიზიტორები არ არიან, რადგან საბაგიროები ჩართული არ არის, თუმცა, 11 მარტისთვის ველოდებით სტუმრებს გერმანიიდან, ექვსი ჯგუფი ჩამოვა, 20-20-კაციანი, რომლებიც თვენახევარი იცხოვრებენ ჩვენს სასტუმროში და შესაბამისად ისრიალებენ. საბაგიროები როცა ჩაირთვება, აქტიურად ვგეგმავთ მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა ხელს გვიშლის, რომ უფრო მეტი ტურისტი მივიღოთ“, - განახადა მაია მურაჩაშვილმა.

ცნობისთვის, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის უფლება 25 თებერვლიდან აქვთ, ხოლო საბაგიროების ჩართვა 8 მარტიდან არის დაანონსებული.